ბრიტანულმა კინოაკადემიამ, რომელიც ფილმების გარდა კომპიუტერულ თამაშებსაც ადევნებს თვალყურს, 2012 წლის საუკეთესო თამაშები დაასახელა. ხუთ ნომინაციაში გამარჯვებული და უდავო ლიდერი გახდა 'Dishonored', მან 8 ნომინაციიდან 5-ში გაიმარჯვა.
ნომინაციაში "საუკეთესო სტრატეგია" გაიმარჯვა თამაშმა 'XCOM: Enemy Unknown'.
კატეგორიაში "action" გაიმარჯვებულია 'Far Cry 3'.
საუკეთესო სიუჟეტის მფლობელ თამაშად ცნობილი 'The Walking Dead' დასახელდა. ეს თამაში, ასევე, გახდა ლიდერი მობილური ტელეფონებისთვის შექმნილ თამაშებს შორის.